вторник, 6 октября 2015 г.

სეპტაფაგი

სეპტაფაგი

სავაჭრო სახელწოდება:  სეპტაფაგი / Septaphage

სეპტაფაგი - საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება):    Bacteriophagum Intestinalis
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:  ანტიბაქტერიული საშუალებები  - ბაქტერიოფაგი
სეპტაფაგი - სტერილური ხსნარი
სხვა და სხვა ინტენსივობის ყვითელი ფერის, გამჭვირვალე, სპეციფიკური გემოს მქონე სითხე.
სეპტაფაგი - ტაბლეტი
თეთრი, მონაცრისფრო ტაბლეტები Read the rest of this entry »
..
..

ფაგიო

ფაგიო

სავაჭრო დასახელება: ფაგიო / Phagyo
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება:
პიო ბაქტერიოფაგი თხიერი
Pyo Bacteriophagum Liquidum
ფაგიო - აღწერილობა:
სხვადასხვა ინტენსივობის ყვითელი ფერის, გამჭვირვალე, სპეციფიკური გემოს მქონე სითხე.
ფაგიო - შემადგენლობა:  Read the rest of this entry »
..
..

понедельник, 29 апреля 2013 г.

ვინ და რატომ მიდის უცხოეთში სამკურნალოდ?

საქართველოში პაციენტების 90%-ზე მეტი აუცილებელ მკურნალობას ადგილზე იღებს. დანარჩენი 10%-ის დიდი ნაწილი კი ის ადამიანები არიან, რომლებიც უცხოეთში სამკურნალოდ არა საქართველოში შესაბამისი სერვისის არარსებობის, არამედ, უბრალოდ, საკუთარი სურვილის გამო მიდიან.
ამის შესახებ სხივური და ინტერვენციული დიაგნოსტიკის ინსტიტუტის დირექტორმა, პარლამენტარმა ფრიდონ თოდუამ განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ 25 იანვრის ტელეხიდის დროს პრეზიდენტმა სააკაშვილმა ჯანდაცვის სისტემაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ სფეროში ინვესტიციების შემოსვლა აუცილებელია, თუმცა ამავე დროს ჯანდაცვა ყველა ადამიანისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს და უცხოეთში სამკურნალოდ წასვლა სასიცოცხლო აუცილებლობას არ უნდა წარმოადგენდეს.
ფრიდონ თოდუას თქმით, იშვიათი გამონაკლისების - მაგალითად, ძვლის ტვინის გადანერგვის - გარდა, საქართველოში ნებისმიერი სახის, უმაღლესი ხარისხის სამედიცინო მომსახურების მიღებაა შესაძლებელი. მისი ინფორმაციით, თუ 10 წლის წინ პაციენტთა 40% სამკურნალოდ უცხოეთში - მათ შორის რუსეთსა და ევროპაში - მიდიოდა, დღეს ასეთი ავადმყოფების წილი 10%-საც ვერ აღწევს. და მათი უმრავლესობაც უცხოეთში, უბრალოდ, „გასასეირნებლად“ მიდის და არა იმიტომ, რომ იგივე მკურნალობას სამშობლოში ვერ ჩაიტარებს.
„იგივე ჩვენს კლინიკაში ისეთი აპარატურა და მეთოდებია დანერგილი, ბევრი ევროპული საავადმყოფო რომ ინატრებდა. მაგალითად მოვიყვან სხივური თერაპიის აპარატს. საქართველოში უპრობლემოდ შეიძლება ქიმიოთერაპიის, კორონალური შუნტირების, ტენტირების და სხვა პროცედურებისა და ოპერაციების ჩატარება. ასევე მაღალ დონეზე ტარდება გულის, თავის ტვინის ოპერაციები...“ - აცხადებს თოდუა. ამის გამო, მისი თქმით, საქართველოში სამკურნალოდ ჩამოდიან რუსეთიდან, ბალტიისპირეთიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და სხვა ქვეყნებიდან.
ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საქართველოს თავად გაცილებით მეტი პოტენციალი აქვს ტურისტების მისაზიდად, ვიდრე ქართველ პაციენტებს აქვთ უცხოეთში სამკურნალოდ წასვლის მიზეზები.
„თრეველ ტურის“ დამფუძნებლის სიკო გეგიაძის თქმით, საქართველოში სამედიცინო ტურიზმს დიდი პერსპექტივები აქვს. ამ მხრივ, მისი შეფასებით, ყველაზე დიდი პოტენციალი ბორჯომში, აბასთუმანში, წყალტუბოში, საირმესა და სხვა კურორტებზეა. მისივე განცხადებით, მხოლოდ სათხილამურო კურორტების განვითარებით ტურიზმი შორს ვერ წავა და აუცილებელია ქვეყნის ბალნეოლოგიური პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენება.
ამ მხრივ, გეგიაძის თქმით, იმედის მომცემია ბორჯომის ხეობის განვითარების სტრატეგია. მისივე განცხადებით, საქართველოში უცხოელ პაციენტებს კარდიოლოგია, სტომატოლოგია, რეპროდუქცია და მედიცინის სხვა დარგები იზიდავს, რომლებიც ჩვენთან საკმაოდ განვითარებულია, ფასები კი ევროპულ ტარიფებზე შეუდარებლად დაბალია.
სიკო გეგიაძის თქმით, მისთვის ცნობილია შემთხვევები, როდესაც, მაგალითად, ისრაელიდან პაციენტები ჩამოდიან, ოჯახებში ცხოვრობენ, მკურნალობენ და უკან ბრუნდებიან. ასევე დიდი პოტენციალი აქვს ჟორდანიას ინსტიტუტს, სადაც, გეგიაძის განცხადებით, საბჭოთა პერიოდში რუსეთიდან უამრავი ადამიანი ჩამოდიოდა სამკურნალოდ.

გეგიაძის ინფორმაციით, სამედიცინო ტურიზმის სფეროს განვითარებას მისი კომპანიაც გეგმავს, თუმცა, მისივე შეფასებით, ეს დარგი ტურისტული ფირმებისთვის არც ისე მომგებიანია, რადგან უცხოეთში სამკურნალოდ ის ადამიანები მიდიან, რომლებსაც ძვირადღირებული ოპერაციები ესაჭიროებათ. ასეთ შემთხვევაში კი ისინი არა ტურისტულ კომპანიებს, არამედ უშუალოდ კლინიკებს მიმართავენ.

ასე რომ, გეგიაძის თქმით, ძირითადი ყურადღება შემომყვან სამკურნალო ტურიზმს უნდა მიექცეს.
ტურისტულ კომპანია „ბაიარტურში“ ასევე ამბობენ, რომ სამკურნალო ტურიზმი არცთუ მსხვილი დარგია, რადგან შეძლებულ სეგმენტზეა ორიენტირებული. კომპანიაში სულ რამდენიმე შემთხვევას იხსენებენ, როდესაც მათ უცხოეთში მკურნალობის მსურველმა მომხმარებელმა მიმართა, თუმცა ყველა მათგანმა, მაღალი ფასის გამო, ამ გეგმებზე უარი თქვა.
საერთაშორისო სამედიცინო მომსახურების ცენტრ "iMER საქართველოში," რომელიც 2010 წლის მაისიდან ფუნქციონირებს, აცხადებენ, რომ სამედიცინო ტურიზმზე მსურველების რაოდენობა სტაბილურია და ის მნიშვნელოვან ცვლილებას არ განიცდის.
როგორც კომპანიაში ამბობენ, მათი კლიენტები უცხოეთში პლასტიკური ქირურგიისა და სტომატოლოგიის სერვისების მისაღებად მიდიან. გარდა ამისა, ძირითადი მიმართულებები სამედიცინო ტურიზმში ონკოლოგია, ნეიროქირურგია, ონკოჰემატოლოგია, ორთოპედია და რეპროდუქტოლოგიაა. ამ მიზნით ისინი ისრაელში, გერმანიაში, ავსტრიაში, თურქეთსა და რუსეთში მიემგზავრებიან.


http://commersant.ge

воскресенье, 28 апреля 2013 г.

ალბანეთის ტურიზმი

ტურიზმი ხახიათდება ბერძნული, რომაული და ოსმალური პერიოდის არქეოლოგიური მემკვიდრეობით, თვალწარმტაცი პლაჟებით, მთებით, საუცხოო ალბანური სამზარეულოთი, ცივი ომის პერიოდის არტეფაქტებით, უნიკალური ტრადიციებითა და სტუმართმოყვარეობით. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ განვითარების სტადიაშია, ბოლო წლებში ტურიზმმა მნიშვნელოვანი ზრდა დაიწყო. MSN ალბანეთს 2012 წლის მეოთხე ყველაზე ცხელ ღირსშესანიშნაობად მიიჩნევს.[1] ასევე, ბრიტანელი ტურისტების მიერ ალბანეთი ერთ-ერთ მოწინავე დესტინაციად იქნა ამორჩეული 2012 წელს.[2] 2011 წლის აგვისტოში, ქვეყანას ეწვია ალბანური წარმოშობის ამერიკელი მსახიობი ელაიზა დუშკუ, რომელმაც მამამისის ქვეყანაზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო.[3][4][5][6] მთავარი ტურუსტული სარეკლამო მომენტები ფილმიდან მსოფლიოს წამყვან ახალი ამბების არხებზე დატრიალდა.
ტურისტების ძირითად ნაწილს შეადგენენ ალბანელები თავად ალბანეთიდან, კოსოვოდან, მაკედონიიდან,მონტენეგროდან, საბერძნეთსა და იტალიაში მცხოვრები ემიგრანტები.[7][8] უცხოელი ტურისტები ძირითადადაღმოსავლეთ ევროპიდან მოდიან, განსაკუთრებით პოლონეთიდან და ჩეხეთიდან. თუმცა ტურისტები ასევე ჩამოდიანდასავლეთ ევროპიდან, მათ შორის შვეიცარიიდან, გერმანიიდან, ბელგიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, სკანდინავიისქვეყნებიდან და ა. შ.[9] ისინი გაჩერებას ძირითადად ტირანაში ამჯობენებენ ან კემპინგით მიდიან სოფლებსა და პლაჟებზე. ორგანიზებული ჯგუფები ძირითადად მრავალრიცხოვან არქეოლოგიურ ძეგლებსა და ქალაქებს სტუმრობენ. მნიშვნელოვნად იმატა კანიონებში მოგზაურობის, ველოსიპედით ხეტიალის და მთებზე ცოცვის ტენდენციამ. ბოლო დროს, ტურები შესაძლებელი გახდა ალბანეთის სარკინიგზო სისტემის საშუალებითაც. ასევე, მანქანის გამქირავებელმა სააგენტოებმა და ტურისტულმა საინფორმაციო ცენტრებმა ფილიალები გახსნეს ტირანის საერთაშორისო აეროპორტში, დედაქალაქსა და სხვა ქალაქებში. პოპულარული გახდა სამედიცინო ტურიზმი, რადგან ადგილობრივი მედიკოსები დასავლურ სტანდარტებს ბევრად დაბალ ფასად სთავაზობენ. ადგილობრივი საუცხოო სამზარეულოს დაგემოვნება შესაძლებელია ტრადიციულ ალბანურ რესტორნებში, რომელბიც პოპულარული ტურისტული ღირსშესანიშნაობების გვერდითაა განთავსებული მთელი ქვეყნის მასშტაბით. ალბანეთს ზედმეტსახელად „ხმელთაშუა ზღვის ახალ სიყვარულს“ უწოდებენ.[10]
თუმცა, ტურიზმს ხელს უშლის ადგილობრივი მენეჯმენტის საკითხები, მათ შორის ცუდი გზები და საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურა, არალეგალური მშენებლობა და ნადირობა, გაურკვეველი მიწის საკუთრება და სტუმარ-მასპინძლობის სექტორის არაკვალიფიციურობა. მიუხედავად ასეთი ცუდი ვითარებისა, ბოლო წლებში სანაპირო და მთების გზების დიდი ნაწილი შერემონტდა, გაუმჯობესდა ელექტროენერგიითა და სასმელი წყლით მომარაგება. კერძო სექტორი და უცხოელი დონორები მასშტაბურ ინვესტიციებს ახორციელებენ მშენებლობის სექტორსა და ისტორიული ადგილების აღდგენით სამუშაოებში. ამავე დროს, ინვესტორთა გარკვეული ნაწილი ინვესტირებას ტურისტული კურორტების მშენებლობაში ახდენს.

სამედიცინო ტურიზმით განთქმული ქვეყნების ათეული

პირველ ადგილზე სამედიცინო ტურიზმის თვალსაზრისით ტაილანდია. მასაჟისა და გამაჯანსაღებელი პროცედურების მხრივ პოპულარობით ტაილანდს კონკურენციას ვერც ერთი ქვეყანა ვერ უწევს.
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული გამოკითხვების მიხედვით აღმოჩნდა, რომ ბოლო დროს საკმაოდ პოპულარული გახდა ე.წ. სამედიცინო ტურიზმი.

საზღვარგარეთ ტურისტულ კომპანიებს ცალკე პაკეტიც აქვთ გამოყოფილი სამედიცინო ტურიზმის მსურველთათვის, სადაც მომხმარებლებს საჭიროების მიხედვით საუკეთესო და ყველაზე პოპულარულ ქვეყნებში მკურნალობას სთავაზობენ.

როგორც კომპანიებში აცხადებენ, სამედიცინო ტურიზმით, იმ ადამიანებთან ერთად, ვისაც აუცილებლად ესაჭიროება საზღვარგარეთ მკურნალობა, ისინიც სარგებლობენ, ვისაც უბრალოდ გამაჯანსაღებელ ტურები იზიდავს.

ყველაზე ხშირად სამედიცინო ტურიზმს ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეები მიმართავენ, რადგან იმ ფასად, რაც საკუთარ ქვეყანაში მკურნალობა უჯდებათ, მათ შეუძლიათ იმკურნალონ, იყიდონ ავიაბილეთი, დაისვენონ სასტუმროში და მკურნალობასთან ერთად, რომელიმე სხვა ქვეყანაში დრო სასიამოვნოდ გაატარონ.

ქვეყნების ათეული კი, რომლებსაც სამკურნალოდ ყველაზე ხშირად სტუმრობენ, ასე გამოიყურება:

10. ლიტვა

მეათე ადგილს ლიტვა იკავებს, აქ ტურისტები ძირითადად ღეროვანი უჯრედებით და, ზოგადად, სისხლთან დაკავშირებული პრობლემების სამკურნალოდ ჩადიან.

9. თურქეთი

ყოველწლიურად თურქეთს 200 000 ადამიანი სტუმრობს თვალის დაავადებების სამკურნალოდ და თვალზე ოპერაციის ჩასატარებლად, შემდეგ კი მათ საზღვაო ტურებს და ულამაზესი ხედით დატკბობას სთავაზობენ.

8. ინდოეთი

შემდეგ ადგილზე ინდოეთია. ქვეყანას ძირითადად სულიერი სიმშვიდის და ჯანსაღად ცხოვრების მსურველები სტუმრობენ და იოგასა და მედიტაციის კურსებზე ეწერებიან.

7. ისრაელი

ასევე, დიდი პოპულარობით სარგებლობს ისრაელი. აქ სიმსივნით დაავადებულთა მკურნალობა გაცილებით იაფი ჯდება, ვიდრე  სხვა ქვეყნებში.

6. კოსტა რიკა

კოსტა რიკას ძირითადად ასაკოვანი ადამიანები სტუმრობენ, მათი თქმით, აქ ყველაზე კარგად შეიძლება “ასაკის მართვა”, ისინი ძირითადად სამედიცინო სპა თერაპიას მიმართავენ.

5. უნგრეთი

დადგენილია, რომ უნგრეთში სტომატოლოგიური მომსახურება 40–60%–ით უფრო იაფი ღირს, ვიდრე  სხვა ქვეყნებში, ასევე, აქ უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით ნებისმიერი პროცედურის ჩატარებაა შესაძლებელი და როგორც ამბობენ, უნგრეთს მსოფლიოში საუკეთესო ანესთეზიოლოგები ჰყავს.

4. ეგვიპტე

პლასტიკური ოპერაციის მსურველები ყველაზე ხშირად ეგვიპტეში ჩადიან. პლასტიკური ქირურგია აქ ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ბრიტანეთთან შედარებით 60–70%–ით იაფია. მაგალითად, თუკი ეგვიპტეში ლიპოსაქციას 260$–ად გაიკეთებთ, იგივე ოპერაცია ამერიკასა და დიდ ბრიტანეთში 2000$–დან 3000$–მდე ჯდება.

3. სამხრეთ აფრიკა

გულის პირველი ტრანსპლანტაცია სამხრეთ აფრიკაში 1967 წელს ჩატარდა, სწორედ ეს ქვეყანა იკავებს შემდეგ ადგილს. გარდა იაფი სამედიცინო მომსახურებისა, აქ ტურისტებს ეგზოტიკური გარემო და ცხოველებიც იზიდავენ.

2. მალაიზია

როგორც აღმოჩნდა, მალაიზიაში ტურისტები ძირითადად სახსრებზე ჩასატარებელი ოპერაციებისთვის, ასევე, კატარაქტის სამკურნალოდ ჩადიან. ქვეყანა პლაჟებითაცაა ცნობილი.

1. ტაილანდი

პირველ ადგილზე კი სამედიცინო ტურიზმის თვალსაზრისით ტაილანდია. მასაჟისა და გამაჯანსაღებელი პროცედურების მხრივ პოპულარობით ტაილანდს კონკურენციას ვერც ერთი ქვეყანა ვერ უწევს.

როგორც აღმოჩნდა, ქართულ კომპანიებს სამედიცინო ტურიზმის კუთხით პაკეტები ჯერ არ შეუმუშავებიათ.

“ნეტგაზეთი” რამდენიმე ტურისტულ კომპანიას გაესაუბრა, არც ერთ მათგანს არ გააჩნია სპეციალური პაკეტი საზღვარგარეთ სამკურნალოდ წასვლის მსურველთათვის, თუმცა რამდენიმე კომპანიაში განგვიცხადეს, რომ ტურისტები სამკურნალოდ საქართველოსაც ხშირად სტუმრობენ:

“აქ მათ ისეთ კურორტებზე დასვენებას ვთავაზობთ, როგორიცაა ბორჯომი, აბასთუმანი და ა.შ.”,– განაცხადეს ერთ–ერთ კომპანიაში, მათივე თქმით, მსგავსი ტურები უცხოელ დამსვენებლებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს.

წყარო: Ani Berukashvili  http://netgazeti.lab.sourcefabric.org/GE/100/Life/9139/

ვაკანსია: სამედიცინო ტურიზმი


ვაკანსია: სამედიცინო ტურიზმი
.
1. ავტორები პორტალისათვის ”სამედიცინო ტურიზმი”

მზადდება ”სამედიცინო ტურიზმის” დიდი პორტალი . წინამდებარე ბლოგი პორტალის ერთ–ერთი სატელიტია.
ვიწვევთ ახალგაზრდებს, რომლებსაც შეუძლიათ საიტის ”სამედიცინო ტურიზმი” კონტენტის შექმნაში წვლილის შეტანა.
ყურადღებით განვიხილავთ თქვენს ნებისმიერ წინადადებასა და საფასო შემოთავაზებას,  მათ    შორის თუკი ისინი თქვენს საკურსო და სადიპლომო ნაშრომებშია ასახული.
ჩვენთვის ფასეულია სტატიები , რომელიც პორტალზე ”სამედიცინო ტურიზმი” მკითხველს მოიზიდავს. მათ შორის : სხვადასხვა ქვეყნებში სამედიცინო ტურიზმის განვითარების თავისებულებები და ტენდენციები, პრიორიტეტები ნოზოლოგიების თვალსაზრისით, ქართული ფირმები რომლებსაც გაყავთ, ქართული ფირმები რომლებსაც შემოყავთ, კლინიკები, რომლებსაც შეუძლიათ მიიღონ პაციენტები უცხოეთიდან, გამაჯანსარებელი ტურიზმის, კურორტების ობიeქტები და  და ა.შ. 

ერთადერთი მოთხოვნა, რომელიც ამ ეტაპზე გვაქვს– გქონდეთ სკაიპი და მიკროფონი. გამოგვიგზავნეთ თქვენი წინადადებები, ფასები  და მოკლე ინფორმაცია თქვენს შესახებ. თუკი გაქვთ საკუთარი ბლოგი – გვაცნობეთ ამის შესახებ


2 . მენეჯერი პორტალისათვის ”სამედიცინო ტურიზმი”

მენეჯერის ფუნქციაა– უზრუნველყოს  პორტალისათვის ქართველი  და უცხოელი შემკვეთების მოზიდვა. ჩვენი უკვე არის ამ სფეროში ინფორმაციის გავრცელების მძლავრი საშუალება საქართველოს მასშტაბით..


დაინტერესებულმა პირებმა  წერილი და მოკლე CV უნდა გამოგვიგზავნონ მისამართზე :
sesxi1@gmail.com  წერილის თემაში აუცილებლად მიუთითეთ ” სამედიცინო ტურიზმი”  . ჩვენს დიალოგს უფრო საქმიანს გახდის თუკი წინასწარ გადახედავთ  პოსტებს :
http://www.medgeo.net/2012/04/16/germania-2/
http://www.medgeo.net/2010/03/15/mkurnaloba_ucxoetsi/
http://www.medgeo.net/blogebi/