воскресенье, 28 апреля 2013 г.

სამედიცინო ტურიზმით განთქმული ქვეყნების ათეული

პირველ ადგილზე სამედიცინო ტურიზმის თვალსაზრისით ტაილანდია. მასაჟისა და გამაჯანსაღებელი პროცედურების მხრივ პოპულარობით ტაილანდს კონკურენციას ვერც ერთი ქვეყანა ვერ უწევს.
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული გამოკითხვების მიხედვით აღმოჩნდა, რომ ბოლო დროს საკმაოდ პოპულარული გახდა ე.წ. სამედიცინო ტურიზმი.

საზღვარგარეთ ტურისტულ კომპანიებს ცალკე პაკეტიც აქვთ გამოყოფილი სამედიცინო ტურიზმის მსურველთათვის, სადაც მომხმარებლებს საჭიროების მიხედვით საუკეთესო და ყველაზე პოპულარულ ქვეყნებში მკურნალობას სთავაზობენ.

როგორც კომპანიებში აცხადებენ, სამედიცინო ტურიზმით, იმ ადამიანებთან ერთად, ვისაც აუცილებლად ესაჭიროება საზღვარგარეთ მკურნალობა, ისინიც სარგებლობენ, ვისაც უბრალოდ გამაჯანსაღებელ ტურები იზიდავს.

ყველაზე ხშირად სამედიცინო ტურიზმს ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეები მიმართავენ, რადგან იმ ფასად, რაც საკუთარ ქვეყანაში მკურნალობა უჯდებათ, მათ შეუძლიათ იმკურნალონ, იყიდონ ავიაბილეთი, დაისვენონ სასტუმროში და მკურნალობასთან ერთად, რომელიმე სხვა ქვეყანაში დრო სასიამოვნოდ გაატარონ.

ქვეყნების ათეული კი, რომლებსაც სამკურნალოდ ყველაზე ხშირად სტუმრობენ, ასე გამოიყურება:

10. ლიტვა

მეათე ადგილს ლიტვა იკავებს, აქ ტურისტები ძირითადად ღეროვანი უჯრედებით და, ზოგადად, სისხლთან დაკავშირებული პრობლემების სამკურნალოდ ჩადიან.

9. თურქეთი

ყოველწლიურად თურქეთს 200 000 ადამიანი სტუმრობს თვალის დაავადებების სამკურნალოდ და თვალზე ოპერაციის ჩასატარებლად, შემდეგ კი მათ საზღვაო ტურებს და ულამაზესი ხედით დატკბობას სთავაზობენ.

8. ინდოეთი

შემდეგ ადგილზე ინდოეთია. ქვეყანას ძირითადად სულიერი სიმშვიდის და ჯანსაღად ცხოვრების მსურველები სტუმრობენ და იოგასა და მედიტაციის კურსებზე ეწერებიან.

7. ისრაელი

ასევე, დიდი პოპულარობით სარგებლობს ისრაელი. აქ სიმსივნით დაავადებულთა მკურნალობა გაცილებით იაფი ჯდება, ვიდრე  სხვა ქვეყნებში.

6. კოსტა რიკა

კოსტა რიკას ძირითადად ასაკოვანი ადამიანები სტუმრობენ, მათი თქმით, აქ ყველაზე კარგად შეიძლება “ასაკის მართვა”, ისინი ძირითადად სამედიცინო სპა თერაპიას მიმართავენ.

5. უნგრეთი

დადგენილია, რომ უნგრეთში სტომატოლოგიური მომსახურება 40–60%–ით უფრო იაფი ღირს, ვიდრე  სხვა ქვეყნებში, ასევე, აქ უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით ნებისმიერი პროცედურის ჩატარებაა შესაძლებელი და როგორც ამბობენ, უნგრეთს მსოფლიოში საუკეთესო ანესთეზიოლოგები ჰყავს.

4. ეგვიპტე

პლასტიკური ოპერაციის მსურველები ყველაზე ხშირად ეგვიპტეში ჩადიან. პლასტიკური ქირურგია აქ ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ბრიტანეთთან შედარებით 60–70%–ით იაფია. მაგალითად, თუკი ეგვიპტეში ლიპოსაქციას 260$–ად გაიკეთებთ, იგივე ოპერაცია ამერიკასა და დიდ ბრიტანეთში 2000$–დან 3000$–მდე ჯდება.

3. სამხრეთ აფრიკა

გულის პირველი ტრანსპლანტაცია სამხრეთ აფრიკაში 1967 წელს ჩატარდა, სწორედ ეს ქვეყანა იკავებს შემდეგ ადგილს. გარდა იაფი სამედიცინო მომსახურებისა, აქ ტურისტებს ეგზოტიკური გარემო და ცხოველებიც იზიდავენ.

2. მალაიზია

როგორც აღმოჩნდა, მალაიზიაში ტურისტები ძირითადად სახსრებზე ჩასატარებელი ოპერაციებისთვის, ასევე, კატარაქტის სამკურნალოდ ჩადიან. ქვეყანა პლაჟებითაცაა ცნობილი.

1. ტაილანდი

პირველ ადგილზე კი სამედიცინო ტურიზმის თვალსაზრისით ტაილანდია. მასაჟისა და გამაჯანსაღებელი პროცედურების მხრივ პოპულარობით ტაილანდს კონკურენციას ვერც ერთი ქვეყანა ვერ უწევს.

როგორც აღმოჩნდა, ქართულ კომპანიებს სამედიცინო ტურიზმის კუთხით პაკეტები ჯერ არ შეუმუშავებიათ.

“ნეტგაზეთი” რამდენიმე ტურისტულ კომპანიას გაესაუბრა, არც ერთ მათგანს არ გააჩნია სპეციალური პაკეტი საზღვარგარეთ სამკურნალოდ წასვლის მსურველთათვის, თუმცა რამდენიმე კომპანიაში განგვიცხადეს, რომ ტურისტები სამკურნალოდ საქართველოსაც ხშირად სტუმრობენ:

“აქ მათ ისეთ კურორტებზე დასვენებას ვთავაზობთ, როგორიცაა ბორჯომი, აბასთუმანი და ა.შ.”,– განაცხადეს ერთ–ერთ კომპანიაში, მათივე თქმით, მსგავსი ტურები უცხოელ დამსვენებლებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს.

წყარო: Ani Berukashvili  http://netgazeti.lab.sourcefabric.org/GE/100/Life/9139/

Комментариев нет:

Отправить комментарий