воскресенье, 28 апреля 2013 г.

ალბანეთის ტურიზმი

ტურიზმი ხახიათდება ბერძნული, რომაული და ოსმალური პერიოდის არქეოლოგიური მემკვიდრეობით, თვალწარმტაცი პლაჟებით, მთებით, საუცხოო ალბანური სამზარეულოთი, ცივი ომის პერიოდის არტეფაქტებით, უნიკალური ტრადიციებითა და სტუმართმოყვარეობით. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ განვითარების სტადიაშია, ბოლო წლებში ტურიზმმა მნიშვნელოვანი ზრდა დაიწყო. MSN ალბანეთს 2012 წლის მეოთხე ყველაზე ცხელ ღირსშესანიშნაობად მიიჩნევს.[1] ასევე, ბრიტანელი ტურისტების მიერ ალბანეთი ერთ-ერთ მოწინავე დესტინაციად იქნა ამორჩეული 2012 წელს.[2] 2011 წლის აგვისტოში, ქვეყანას ეწვია ალბანური წარმოშობის ამერიკელი მსახიობი ელაიზა დუშკუ, რომელმაც მამამისის ქვეყანაზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო.[3][4][5][6] მთავარი ტურუსტული სარეკლამო მომენტები ფილმიდან მსოფლიოს წამყვან ახალი ამბების არხებზე დატრიალდა.
ტურისტების ძირითად ნაწილს შეადგენენ ალბანელები თავად ალბანეთიდან, კოსოვოდან, მაკედონიიდან,მონტენეგროდან, საბერძნეთსა და იტალიაში მცხოვრები ემიგრანტები.[7][8] უცხოელი ტურისტები ძირითადადაღმოსავლეთ ევროპიდან მოდიან, განსაკუთრებით პოლონეთიდან და ჩეხეთიდან. თუმცა ტურისტები ასევე ჩამოდიანდასავლეთ ევროპიდან, მათ შორის შვეიცარიიდან, გერმანიიდან, ბელგიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, სკანდინავიისქვეყნებიდან და ა. შ.[9] ისინი გაჩერებას ძირითადად ტირანაში ამჯობენებენ ან კემპინგით მიდიან სოფლებსა და პლაჟებზე. ორგანიზებული ჯგუფები ძირითადად მრავალრიცხოვან არქეოლოგიურ ძეგლებსა და ქალაქებს სტუმრობენ. მნიშვნელოვნად იმატა კანიონებში მოგზაურობის, ველოსიპედით ხეტიალის და მთებზე ცოცვის ტენდენციამ. ბოლო დროს, ტურები შესაძლებელი გახდა ალბანეთის სარკინიგზო სისტემის საშუალებითაც. ასევე, მანქანის გამქირავებელმა სააგენტოებმა და ტურისტულმა საინფორმაციო ცენტრებმა ფილიალები გახსნეს ტირანის საერთაშორისო აეროპორტში, დედაქალაქსა და სხვა ქალაქებში. პოპულარული გახდა სამედიცინო ტურიზმი, რადგან ადგილობრივი მედიკოსები დასავლურ სტანდარტებს ბევრად დაბალ ფასად სთავაზობენ. ადგილობრივი საუცხოო სამზარეულოს დაგემოვნება შესაძლებელია ტრადიციულ ალბანურ რესტორნებში, რომელბიც პოპულარული ტურისტული ღირსშესანიშნაობების გვერდითაა განთავსებული მთელი ქვეყნის მასშტაბით. ალბანეთს ზედმეტსახელად „ხმელთაშუა ზღვის ახალ სიყვარულს“ უწოდებენ.[10]
თუმცა, ტურიზმს ხელს უშლის ადგილობრივი მენეჯმენტის საკითხები, მათ შორის ცუდი გზები და საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურა, არალეგალური მშენებლობა და ნადირობა, გაურკვეველი მიწის საკუთრება და სტუმარ-მასპინძლობის სექტორის არაკვალიფიციურობა. მიუხედავად ასეთი ცუდი ვითარებისა, ბოლო წლებში სანაპირო და მთების გზების დიდი ნაწილი შერემონტდა, გაუმჯობესდა ელექტროენერგიითა და სასმელი წყლით მომარაგება. კერძო სექტორი და უცხოელი დონორები მასშტაბურ ინვესტიციებს ახორციელებენ მშენებლობის სექტორსა და ისტორიული ადგილების აღდგენით სამუშაოებში. ამავე დროს, ინვესტორთა გარკვეული ნაწილი ინვესტირებას ტურისტული კურორტების მშენებლობაში ახდენს.

Комментариев нет:

Отправить комментарий